
დიმიტრი ღურწკაია U21-ის ნაკრებში გამოიძახეს!
March 31, 2026
21 მარტი-დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღეა, რომელიც გვახსენებს, რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოებაში თანასწორობა, მიღება და ადამიანური ღირსების პატივისცემა.
ამ თარიღთან დაკავშირებით შპს საფეხბურთო კლუბი “მეშახტე”-ს აღსაზრდელთა ასაკობრივ ჯგუფებში (U10, U11, U12, U13) ჩატარდა შემეცნებითი და ინტერაქტიული აქტივობა, რომლის მიზანი იყო განსხვავებულობის სწორად აღქმა, თანაგრძნობის გაძლიერება და მეგობრული გარემოს მნიშვნელობის გააზრება.
აქტივობა დაფუძნებული იყო მარტივ, მაგრამ შინაარსობრივად მნიშვნელოვან მიდგომაზე-თამაშის, დიალოგისა და ემოციური ჩართულობის გზით ბავშვებმა თავად შეძლეს გაეაზრებინათ, რას ნიშნავს განსხვავებულობა და რამდენად დიდ გავლენას ახდენს თითოეული ადამიანის დამოკიდებულება სხვაზე.
მონაწილეებმა ისაუბრეს საკუთარ უნარებზე, გამოხატეს ერთმანეთის მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება და პრაქტიკულად დაინახეს, რომ ყველა ადამიანი თავისი უნიკალურობით ქმნის ერთ მთლიან და მრავალფეროვან გარემოს.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ჩართულობაზე-პროცესში ყველა ბავშვი თანაბრად იყო ჩართული, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ თანასწორობა იწყება ყოველდღიური, მარტივი და გულწრფელი ქმედებებით.
ფერადი წინდების სიმბოლური გამოყენებით კი კიდევ ერთხელ გამოიკვეთა გზავნილი, რომ განსხვავებულობა არ არის ბარიერი, არამედ ის არის ღირებულება, რომელიც საზოგადოებას ამდიდრებს.
აღნიშნული აქტივობა განხორციელდა სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში.
ჩვენი კლუბი სრულად იზიარებს იმ ღირებულებებს, რომლებიც ემყარება თანასწორობას, ინკლუზიასა და ერთმანეთის პატივისცემას, და მომავალშიც გააგრძელებს მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რადგან გვჯერა, რომ სპორტი არის სივრცე, სადაც ყველა ბავშვს უნდა ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა, იყოს მიღებული, დაფასებული და მხარდაჭერილი.
დღის მთავარი დასკვნა მარტივია, თუმცა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი- საზოგადოება იცვლება მაშინ, როდესაც თითოეული ჩვენგანი ირჩევს იყოს ყურადღებიანი, მიმღები და მხარდამჭერი.
სწორედ ამ არჩეულზე დგას მომავალი, სადაც არავინ რჩება მარტო, სადაც განსხვავებულობა არ ყოფს ადამიანებს, არამედ აერთიანებს მათ. ეს არის ის პასუხისმგებლობა, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვაკისრია-შევქმნათ გარემო, სადაც ყველა ადამიანი იგრძნობს, რომ ის მნიშვნელოვანია.
