
მეშახტე – სიონი
October 11, 2025
ჩვენ ვასწავლით პასუხისმგებლობას
October 16, 2025შემოგვიერთდით — ერთად გავამწვანოთ ჩვენი დედამიწა!
საფეხბურთო კლუბი „მეშახტე“-სათვის გარემოზე ზრუნვა და მისი დაცვა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა.
ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ თამაში არ არის — ეს არის მეგობრობა, სიყვარული, ერთობა და ბუნების პატივისცემა.
ვხვდებით, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოს გალამაზება და ხეების დარგვა ჩვენი მომავლისათვის, ამიტომ ჩვენი გუნდი ყოველთვის აქტიურად ცდილობს წვლილი შეიტანოს სუფთა და მწვანე გარემოს შენარჩუნებაში.
ჩვენი ერთ-ერთი აქტივობა ამჟამად გამწვანებას უკავშირდება. გვჯერა, რომ სუფთა ჰაერი და მწვანე სივრცეები ჩვენი სიცოცხლის საფუძველია!
როცა ერთად ვართ, განსხვავებები ქრება — რჩება ერთი ძალა, ერთიანი ხმა და სვლა წინ, უკეთესი მომავლისათვის!
შემოგვიერთდით — ერთად გავამწვანოთ ჩვენი დედამიწა!





